Tuesday, October 14, 2014

დღე მეხუთე


ახალი ინფორმაციებით,იდეებით სავსე დიდი დღე ...ონლაინ  რეჟიმში მუშაობა მეტად საინტერესოა.  საპრეზენტაციო სლაიდ შოუს ბლოგზე ჩაშენება და გამოქვეყნება ხომ აღმოჩენის ტოლფასია" ევრიკა" რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტექნოლოგიების ცოდნა მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის ამაღლებისათვის .უკუკავშირის ფორმები, საავტორო უფლებები,მოძიებული ინფორმაციის სანდოობის დადგენის კრიტერიუმების ცოდნა ჩვენი მოსწავლეებისათვის  ხომ აუცილებელია, უცებ, რომ არ აღმოჩნდნენ პლაგიატის როლში.

5 comments:

  1. გიული, რატომ აირჩიე პრეზენტაციისათვის ,,იავნანამ რა ჰქმნა"? სტანდარტში წერა გიწერია და მისი შესაბამისი ქმედება ხომ არ დაგავიწყდა? ვფიქრობ ,რომ შენი ეს გაკვეთილი მეხუთეკლასელებს არ დაავიწყდებათ.ეტყობა ძალიან ბევრი იფიქრე დასამუშავებელ პროექტზე, მომწონს. ნახატებს რა სქემით ამოწმებ?

    ReplyDelete
  2. - გიული.ძალიან მაინტერესებს რატომ გადაწყვიტე "იავნანამ რა ჰქმნაზე?!" მუშაობა?
    - ეს პროექტი მოსწავლეებისგან მრავალგვარ შემოქმედებით უნარს მოითხოვს, გყავს ასეთი მოსწავლეები იქ, სადაც ამის განხორციელებას გეგმავ?
    - ვფიქრობ, უკვე ძალიან კარგად დამუშავებულ და ცნობილ თემასთან ამგვარი მიდგომა საინტერესო იქნება, მოთხრობის სიუჟეტი მოსწავლეებს ყოველთვის აღელვებთ და ახლა მათ ამ ყველაფრის "გაცოცხლება" მოუწევთ. მშვენიერია...
    წარმატებები!

    ReplyDelete
  3. ია, მადლობა უკუკავშირში გამოწვევისათვის.რაც შეეხება კითხვას დაწყებითი საფეხურის ამ ეტაპზე უყალიბდება მოსწავლეებს თანაგრძნობის, ჭირში დგომის, ესთეთიკური შეხედულებების აღქმის უნარი ამიტომ გადავწყვიტე აქედან დამეწო,2.მადლობა ,სწორი შენიშვნაა შინაარსში გავითვალისწინე და სტანდარტის ეს პუნქტი დავამატე.3.ნახატებს სქემით არ ამოწმებენ ,რადგან მრავალმხრივი ინტელექტით ყველა არ არის დაჯილდოებული.

    ReplyDelete
  4. თამრიკო,მადლობა გამოწვევისათვის პირველ კითხვას რაც შეეხება დაწყებითი საფეხურის ამ ეტაპზე უყალიბდება მოსწავლეებს თანაგრძნობის, ჭირში დგომის, ესთეთიკური შეხედულებების აღქმის უნარი ამიტომ გადავწყვიტე აქედან დამეწო,2.სწორი შეკითხვაა ეს პროექტი მრავალმხრივი ინტელექტით დაჯილდოებულ მოსწავლეებს მოითხოვს.ამბობენ ”ცდა ბედის მონახევრეაო”.3.მოუწევთ გაცოცხლება, მაგრამ თვითონ იქნებიან ახალი სახე ნაწარმოებისა

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete