Sunday, October 26, 2014

დღე მეცხრე

 პროექტის პორტფოლიო

ექვილიბრიუმს განვიცდი,ალბათ, დრო მჭირდება ყველაფერი რომ დალაგდეს ჩემს გონებაში,შექმენი ელექტრონული პორტფოლიო  ,აღნუსხე ყველა შენი ნაშრომი,იმუშავე მოსწავლეებთან, აჩვენე მოსწავლეებს როგორია ნამდვილი პროექტი ,შედეგი-ამაღლებული მოტივაცია,თვითშეფასებისა და კრიტიკის მაღალი დონე,კრეატულობა,რაც მთავარია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ,მოკლედ,გაასწარი დროს გაკვეთილზე....................
მადლობა იმ ადამანებს ,ვინც ეს პროექტი შექმნა, ჩვენამდე მოიტანა,გაახალისა სასკოლო ცხოვრება უკეთესი მერმისისათვის.

Saturday, October 25, 2014

დღე მერვე

ეს დღე მე შევადარე მოწესრიგებულ ქალბატონს,რომელსაც ყველაფრისათვის თავისი ადგილი აქვს მიჩენილი,მოკლედ,დღეს შეიქმნა draev-ის პორტფოლიო,რომელიც ბლოგზე გადადის.აქ შეგიძლიათ ნახოთ მოსწავლის ნაშრომი,რესურსები,სასწავლო პროექტის გეგმა,სურათები,აუდიო-ვიდეო მასალები,საავტორო უფლებები,შეფასებები,გავარკვიეთ როგორ ვიმუშაოთ ბლოგზე ,როგორ შევცვალოთ დიზაინი,დავამატოთ ბმულები,ნამდვილად ღირდა ეს პროექტი ამად,რომ ჩვენმა მოსწავლეებმა საინტერესო ტექნოლოგიებით მდიდარი გავეთილები იხილონ და უკუკავშირით თავადაც შექმნან.....                                                                                                      
 

Sunday, October 19, 2014

დღე მეშვიდე

კომპიუტერიული ტექნოლოგიებით დატვირთული დღე,საგაკვეთილო შეფასების რუბრიკებითა და ჩეკლისტებით შაბლონის შევსება .გარდნერისა და ბლუმის მატრიცას გაგება მოსწავლეთა ინტელექტის დიფერენციისათვის. ვიდეოს გადმოწერა და სლაიდში მოთავსება ყოველივე ეს ჩვენს მოსწავლეებს ახალ სამყაროს გადაუშლის სწავლის  სწავლისათვის.

Saturday, October 18, 2014

დღე მეექვსე

რთული,საინტერესო, მოულოდნელობებით სავსე დღე, მოსწავლის ამპლუაში ყოფნა გაცილებით რთული ყოფილა ,ვიდრე მეგონა ერთხელ კიდევ გადავავლე გონების თვალი ჩემს პროექტს თუ სად არის პრობლემა, პრობლემის გამომწვევი მიზეზები,გადაჭრის გზები,კვლევის შედეგები,შემუშავებული რეკომენდაცია, ბიბლიოგრაფია და აღმოვჩნდი დილემის წინაშე სწორად მივდივარ მიზნამდე,გავალ შედეგზე? ამას ხვალ გეტყვით თუ შევქმნი სლაიდ შოუს მოსწავლის რანგში .აღტაცებული ვარ პროექტით მადლობა გვანცა.................

Tuesday, October 14, 2014

დღე მეხუთე


ახალი ინფორმაციებით,იდეებით სავსე დიდი დღე ...ონლაინ  რეჟიმში მუშაობა მეტად საინტერესოა.  საპრეზენტაციო სლაიდ შოუს ბლოგზე ჩაშენება და გამოქვეყნება ხომ აღმოჩენის ტოლფასია" ევრიკა" რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტექნოლოგიების ცოდნა მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის ამაღლებისათვის .უკუკავშირის ფორმები, საავტორო უფლებები,მოძიებული ინფორმაციის სანდოობის დადგენის კრიტერიუმების ცოდნა ჩვენი მოსწავლეებისათვის  ხომ აუცილებელია, უცებ, რომ არ აღმოჩნდნენ პლაგიატის როლში.

Sunday, October 12, 2014

დღე მეოთხე

ტრენინგი ახალ,რთულ, უფრო საინტერესო ფაზაში შედის შეფასების დროის სქემა,იდეის მიზნისა დასტანდარტის განსაზღვრა,სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში მისი შენახვა დისკზე.ოოო...რა საინტერესო იქნება სამომავლოდ მუშაობა მოსწავლეებთან, როგორ გავუადვილებ მათ სწავლას,უკვე ზუსტად ვიცი როგორ ავუმაღლო მოტივაცია,დავუსახო მიზნები და გავიყვანო შედეგზე...აი რას ნიშნავს უწყვეტი ზრუნვა განათლებაზე.

Saturday, October 11, 2014

დღე მესამე

საინტერესო დღე იყო, შევისწავლეთ სასწავლო პროექტის შაბლონში როგორ უნდა ჩავსვათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩასმა,შემდეგ კი დისკზე ონლაინ მუშაობა. რა სიურპრიზებით არის ცხოვრება სავსე, იმუშავე,შექმენი, გამოაქვეყნე... მადლობა გვანცა.

Monday, September 29, 2014

.დღე პირველი


რეფლექსია-სკოლა მოსწავლეთა სულის სამჭედლოა ის უნდა საზრდოობდეს იმ სიახლით,რასაც თანამედროვეობა მოითხოვს inteli-ტრენინგს შეიძლება ვუწოდოთ გაასწარი 
დროს  გაკვეთილზე, ეს არის უწყვეტი ზრუნვა მომავალ თაობებზე. 21-ე საუკუნის ხედვა.მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში ახალი სიმაღლეების დასაპყრობად .                                                                                                                                                                                               

Sunday, September 28, 2014

დღე მეორე

საინტერესო იყო დღევანდელი დღე ,პროექტის შაბლონი,პუბლიკაცია,ბროშურისა და ბუკლეტების შექმნა,
უჰ, რამდენი ინფორმცია მივიღე,მინდა კარგად დავიმახსოვრო და გამოვიყენო.
გვანცა მადლობა გულისხმიერებისათვის და მოთმინებისათვის...